понедельник, 25 июня 2012 г.

პროექტი ,,ფრთხილად-ბარბარიზმები!!"


პროექტის სახელწოდება  -,,ფრთხილად-ბარბარიზმები!!“
პროექტის იდეა:  შევძლოთ ჩვენი და ჩვენი მეგობრების მეტყველებიდან განვდევნოთ ბარბარიზმები,რომლებიც ანაგვიანებენ ენას.
პროექტის აქტუალურობა: ა) სალიტერატურო ენაში შემოჭრილი სიტყვები ანაგვიანებენ ენას და ამახინჯებენ ჩვენს მეტყველებას ბ) ქართული ენის ისტორიის, განვითარებისა და მნიშვნელობის ნაკლები ინფომირებულობა  გ) ენის დანაგვიანება არ შეიძლება
პროექტის მიზანი:ა)ენის სიწმინდის დაცვა ბ)კვლევის, ძიების, ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების უნარის განმტკიცება გ)ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება დ)საპრეზენტაციო უნარების განვითარება ე)ისტ გამოყენების ჩვევის განმტკიცება ვ )მშობლიური ენის პატივისცემის გრძნობის გათავისება ზ) მოტივაციის მიზნით ნამუშევარის ჩვენება სკოლის საზოგადოებისათვის
მონაწილეთა ასაკი:  12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე
მოსალოდნლი შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ: ა)  მასალის უკეთ მოძიება, მოკვლევა, დამუშავება ბ) განუვითარდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები გ)ამაღლდება მოტივაცია დ) ექნებათ სასაჩუქრე ბუკლეტები და სკოლაში ენის სიწმინდის დაცვის კუთხე
სარგებელი სხვისთვის: დააფიქრებენ სწორ მეტყველებაზე, ექნებათ სასაჩუქრე ბუკლეტები
რესურსები: საკანცელარიო მასალა:ფურცლბი, წებო, მარკერები.
სასტენდო დაფა-კუთხისათვის, ფოტოაპარატი-მუშაობის პროცესის გადასაღებად, კომპიუტერი, პროექტორი, საძიებო სისტემა Googl.ge,PowerPoint,word,
პროექტის მსვლელობა: აქტივობა 1.  1დღე

ა) მოსწავლეებისათვის თემის შეთავაზება ბ) სამუშაოების განაწილება დ) გრაფიკის შედგენა word-ში
აქტივობა 2. 1დღე
დავალებული მასალების მოძიება შესაბამის საძიებო სისტემაში,მასალების დალაგება, დახარისხება
აქტივობა 3. 1დღე
დალაგებული მასალების(სიტყვები, რომლებიც ჩაითვლება ბარბარიზმებად, სწორია /არასწორიას ტაბულა, სასაჩუქრე ბუკლეტები, დედაენის ძეგლის, ანბანის კოშკის და სხვა სურათების და სხვა საჭირო მასალის) გაფორმება Paint,Vord, Power point პროგრამებში და დაბეჭდვა. სლაიდ შოუს და სასტენდო მასალის გამზადება, მინი ვიქტორინისათვის კითხვარის გამზადება ამობეჭდვა
აქტივობა 4. 1 დღე
პრეზენტაციის რეპეტიცია, მოსაწვევების დარიგება ან აფიშის გამოკვრა, კუთხის მოწყობა, ნამუშევრების გამოფენა, ინტერიერის მომზადება
აქტივობა 5. 1 დღე
პრეზენტაცია, ვიქტორინა, სასაჩუქრე ბუკლეტების დარიგება
ე.ს.გ. კავშირი: კვლევა- ძიების უნარის განვითარება,საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ისტ გამოყნების უნარის განვითარება,
კავშირი -ინგლისურთან, ისტ.-თან.
პროექტის ხელ-ლი: მარინე ბუზალაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: marine.buzaladze@gmail.om

Комментариев нет:

Отправить комментарий