გაკვეთილის მთავარი თემა | ლ.ასათიანი ,,ბარდნალა“ |
მასწავლებლის სახელი და გვარი | მარინე ბუზალაძე |
სწავლების საფეხური | დაწყებითი, VI კლასი ქართული, ისტ. |
მოსწავლეთა პროფილი | 5 მოსწავლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე არ არის კლასში |
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალურობა | მოსწავლე აცნობიერებს მხატვრულ ნაწარმოებს ბავშვობის მოგონებებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობებზე, პატრიოტულ და სამოქალაქო მოვალეობებზე,თავისი კუთხის სახელოვან ადამიანებზე. მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | ა) ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევის განვითარება ბ)ტექსტის გაგება-გააზრების უნარ- ჩვევის გამომუშავება განმტკიცება გ)საპრეზენტაციო უნარის განვითარება დ)შემოქმედებითი უნარის განვითარება ე)კვლევის უნარის განმტკიცება ვ)საშუალებების გამოყენება შედეგი მიღწეულია ე.ს.გ.სტანდარტები ზეპირმეტყველება-VI.1,VI.2, VI.5 კითხვა-VI.7,VI.9,VI.10 წერა-VI.14, VI.15 |
წინასწარი ცოდნა | · მოსწავლეებმა იციან პოეტის ბიოგრაფია,ლექსები · იციან ისტ საშუალებების მოხმარება |
შეფასების საგანი და პროცედურები | · განმავითარებელი შეფასების რუბრიკით · თვითშეფასების კითხვარით |
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსი | · სახელმძღვანელო ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ ვ. როდონაია · ლ.ასათიანის ლექსები · კომპიუტერი,პროექტორი, · ინტერნეტ რესურსები: |
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი | საორგანიზაციო საკითხები,ინდივიდუალური მუშაობის წესების გაცნობა 2წთ Aფაზა/გამოწვევა/ აქტივობა 1. 2წთ · მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ასოციაციურ რუკას ,,ლადო“და სთხოვს ,,გონებრივი იერიშით“ შეავსონ ის მათთვის ნაცნობი მონაცემებით · აქტივობა 2 . 3წთ · მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ ერთი მათთვის ნაცნობი ლექსი ლ.ასათიანისა და წაიკითხონ მხატვრულად აქტივობა 3. 2წთ მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს რომ ლადოს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პატრიოტულ თემეტიკას რომელიც მისი მშობლიური სოფლიდან მოდის ,აცნობებს რომ გაკვეთილის თემაა ლადო ასათიანის ლექსი ,,ბარდნლა“ B ფაზა /ცოდნის კონსტრუირება/ აქტივობა 1. 4 წთ · მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოუსმინონ ლ.ასათიანის ,,ბარდნალას“ და პროექტორზე უშვებს www.yovtvbe.com ზე მოძიებულ ვიდეო რგოლს ეროსი მანჯგალაძის მიერ წაკითხულ ,,ბარდნალას“ რომელიც ლექსის თანმიმ დევრულია . · აქტივობა 2. 15 წთ · მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო გაეცნონ ლექსს და შეასრულონ ინდივიდუალური სამუშაო , რომელიც მათ სამუშაო ფურცლებზე დაურიგდებათ · პირველი ამოიწერსსიტყვებს სქემაში : ადგილების, საგნების, ადამიანების აღმნიშვნელს რომლებიც შეხვდა ტექსტში · მეორე იყენებს წერის ნაცნობ ნიშანთა სისტემას და გასამარტად იყენებს საძიებო სისტემას · მესამე იკეთებს 3.2.1. სტრატეგიას · მეოთხე მუშაობს მხატრულ ხერხებზე და გრამატიკაძე · მეხუთე აკეთებს შემოქმედებით ნამუშევარს/ნახატი, წერილი, ს.ბარდნალას მოძიებული სურათები · C ფაზა /გამთლიანება/ · აქტივობა 1 3წთ პრეზენტაცია 12 წთ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ერთმანეთს წარუდგინონ ნამუშევარი: გააკეთონ პრეზენტაცია მოსწავლეები წარმოადგენენ ანალიზს და სქემას, ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდეს“, პროექტორით გვიჩვენებენს ს. ბარდნალას სურათებს, აქტივობა 2 თვითშეფასება · მასწავლებელი უგზავნის კითხვარს თვითშეფასებისას,მოსწავლეები ზეპირად პასუხობენ კითხვებს · მასწავლებელი აფასებს განმავითარებელი შეფასებით. · ასეთივე კითხვარს აკეთებს თავისთვის გაკვეთილის შემდეგ აქტივობა 3 2წთ მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას ა)ლ.ასათიანის ,,ბარდნალა“ ზეპირად ბ)დაწერონ თავიანთი ბავშობის შესახებ |
понедельник, 25 июня 2012 г.
გაკვეთილის გეგმა-ლ.ასათიანი ,,ბარდნალა"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий