понедельник, 25 июня 2012 г.

შეფასების რუბრიკა


·         მიმდინარე განმავითარებელი შეფასება
რა მიზანს ემსახურება?
·         სწავლის ხარისხის გაუმჯობსებას
·         მოსწავლის განვითარების უზრუნვლყოფას
·         მოსწავლეს შეუძლია თვალი ადევნოს საკუთარ პროგრესს
რა ფასდება?
სწავლის პროცესი:
·         ტექსტის შესწავლის პროცესი
·         გაკვეთილზე ჩართულობა
შეფასების შემდეგ რა ტიპის გადაწყვეტილებებს ვიღებთ?
·         სხვა დროისთვის და მეტი წარმატებისთვის უკეთესი აქტივობის შდგენ
·         მოსწავლის შესაძლებლობის შესახებ მეტი ინფორმაციის  მოგროვება,სამომავლოდ  მეტი დახმარების გასაწევად
·         საკუთარი სტრატეგიების გადასინჯვა
როგორ განვსაზღვროთ წარმატების კრიტერიუმი?
·         მოსწავლის წინსვლის საფუძველზე
·         საკუთარი მიღწევების საფუძველზე
შეფასების
 როგორ საშუალებებს ვიყენებ?
·         თვითაშეფასების რუბრიკა (ვპასუხობდიკითხვებს,ვამატებდი , ვიცოდი მაგრამ დამასწრეს,....
·         კითხვარი (ვიყავი პროდუქტიული?,რა გამიჭირდა?....)
·         სიტყვიერი კომენტარი (ქება, გამხნევება,რჩევა...)


გაკვეთილის გეგმა-ლ.ასათიანი ,,ბარდნალა"


გაკვეთილის მთავარი თემა
ლ.ასათიანი ,,ბარდნალა“
მასწავლებლის სახელი და გვარი
მარინე ბუზალაძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი, VI კლასი ქართული, ისტ.
მოსწავლეთა პროფილი
5 მოსწავლე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე არ არის კლასში
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალურობა
მოსწავლე აცნობიერებს მხატვრულ ნაწარმოებს ბავშვობის მოგონებებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობებზე, პატრიოტულ და სამოქალაქო მოვალეობებზე,თავისი კუთხის სახელოვან ადამიანებზე.
მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ა) ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევის განვითარება
ბ)ტექსტის გაგება-გააზრების უნარ- ჩვევის გამომუშავება განმტკიცება
გ)საპრეზენტაციო უნარის განვითარება
დ)შემოქმედებითი უნარის განვითარება
ე)კვლევის უნარის განმტკიცება  ვ)საშუალებების გამოყენება
შედეგი მიღწეულია ე.ს.გ.სტანდარტები
ზეპირმეტყველება-VI.1,VI.2, VI.5
კითხვა-VI.7,VI.9,VI.10
წერა-VI.14, VI.15
წინასწარი ცოდნა
·         მოსწავლეებმა იციან პოეტის ბიოგრაფია,ლექსები
·         იციან ისტ საშუალებების მოხმარება

შეფასების საგანი და პროცედურები
·         განმავითარებელი შეფასების რუბრიკი
·         თვითშეფასების კითხვარით
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსი
·         სახელმძღვანელო ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ ვ. როდონაია
·         ლ.ასათიანის ლექსები
·         კომპიუტერი,პროექტორი,
·         ინტერნეტ რესურსები:

გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები,ინდივიდუალური მუშაობის წესების გაცნობა  2წთ
Aფაზა/გამოწვევა/
აქტივობა 1. 2წთ

·         მასწავლებელი უგზავნის  მოსწავლეებს ასოციაციურ რუკას ,,ლადო“და სთხოვს ,,გონებრივი იერიშით“ შეავსონ ის მათთვის ნაცნობი მონაცემებით
·          
აქტივობა 2 . 3წთ
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ ერთი მათთვის ნაცნობი ლექსი ლ.ასათიანისა და წაიკითხონ მხატვრულად

                აქტივობა 3. 2წთ
მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს რომ ლადოს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პატრიოტულ თემეტიკას რომელიც მისი მშობლიური სოფლიდან მოდის ,აცნობებს რომ გაკვეთილის თემაა ლადო ასათიანის ლექსი ,,ბარდნლა“

B ფაზა /ცოდნის კონსტრუირება/

აქტივობა 1. 4 წთ
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოუსმინონ ლ.ასათიანის ,,ბარდნალას“ და პროექტორზე უშვებს www.yovtvbe.com ზე მოძიებულ ვიდეო რგოლს ეროსი მანჯგალაძის მიერ  წაკითხულ ,,ბარდნალას“ რომელიც ლექსის თანმიმ დევრულია .
·         აქტივობა 2. 15 წთ
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო გაეცნონ ლექსს და შეასრულონ ინდივიდუალური სამუშაო , რომელიც მათ სამუშაო  ფურცლებზე  დაურიგდებათ
·         პირველი ამოიწერსსიტყვებს სქემაში : ადგილების, საგნების, ადამიანების აღმნიშვნელს რომლებიც შეხვდა ტექსტში
·         მეორე იყენებს წერის ნაცნობ  ნიშანთა სისტემას და გასამარტად იყენებს საძიებო სისტემას
·         მესამე იკეთებს 3.2.1. სტრატეგიას
·         მეოთხე მუშაობს მხატრულ ხერხებზე და გრამატიკაძე
·         მეხუთე აკეთებს შემოქმედებით ნამუშევარს/ნახატი, წერილი, ს.ბარდნალას მოძიებული სურათები
·         C ფაზა /გამთლიანება/
·         აქტივობა 1 3წთ
 პრეზენტაცია 12 წთ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ერთმანეთს წარუდგინონ ნამუშევარი: გააკეთონ პრეზენტაცია
მოსწავლეები  წარმოადგენენ ანალიზს და სქემას,
 ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდეს“,
პროექტორით გვიჩვენებენს ს. ბარდნალას სურათებს,

აქტივობა 2
თვითშეფასება
·         მასწავლებელი უგზავნის კითხვარს თვითშეფასებისას,მოსწავლეები ზეპირად პასუხობენ კითხვებს
·         მასწავლებელი აფასებს განმავითარებელი შეფასებით.
·         ასეთივე კითხვარს  აკეთებს თავისთვის გაკვეთილის შემდეგ

აქტივობა 3 2წთ
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას
ა)ლ.ასათიანის ,,ბარდნალა“ ზეპირად
ბ)დაწერონ თავიანთი ბავშობის შესახებ


პროექტი ,,ფრთხილად-ბარბარიზმები!!"


პროექტის სახელწოდება  -,,ფრთხილად-ბარბარიზმები!!“
პროექტის იდეა:  შევძლოთ ჩვენი და ჩვენი მეგობრების მეტყველებიდან განვდევნოთ ბარბარიზმები,რომლებიც ანაგვიანებენ ენას.
პროექტის აქტუალურობა: ა) სალიტერატურო ენაში შემოჭრილი სიტყვები ანაგვიანებენ ენას და ამახინჯებენ ჩვენს მეტყველებას ბ) ქართული ენის ისტორიის, განვითარებისა და მნიშვნელობის ნაკლები ინფომირებულობა  გ) ენის დანაგვიანება არ შეიძლება
პროექტის მიზანი:ა)ენის სიწმინდის დაცვა ბ)კვლევის, ძიების, ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების უნარის განმტკიცება გ)ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება დ)საპრეზენტაციო უნარების განვითარება ე)ისტ გამოყენების ჩვევის განმტკიცება ვ )მშობლიური ენის პატივისცემის გრძნობის გათავისება ზ) მოტივაციის მიზნით ნამუშევარის ჩვენება სკოლის საზოგადოებისათვის
მონაწილეთა ასაკი:  12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე
მოსალოდნლი შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ: ა)  მასალის უკეთ მოძიება, მოკვლევა, დამუშავება ბ) განუვითარდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები გ)ამაღლდება მოტივაცია დ) ექნებათ სასაჩუქრე ბუკლეტები და სკოლაში ენის სიწმინდის დაცვის კუთხე
სარგებელი სხვისთვის: დააფიქრებენ სწორ მეტყველებაზე, ექნებათ სასაჩუქრე ბუკლეტები
რესურსები: საკანცელარიო მასალა:ფურცლბი, წებო, მარკერები.
სასტენდო დაფა-კუთხისათვის, ფოტოაპარატი-მუშაობის პროცესის გადასაღებად, კომპიუტერი, პროექტორი, საძიებო სისტემა Googl.ge,PowerPoint,word,
პროექტის მსვლელობა: აქტივობა 1.  1დღე

ა) მოსწავლეებისათვის თემის შეთავაზება ბ) სამუშაოების განაწილება დ) გრაფიკის შედგენა word-ში
აქტივობა 2. 1დღე
დავალებული მასალების მოძიება შესაბამის საძიებო სისტემაში,მასალების დალაგება, დახარისხება
აქტივობა 3. 1დღე
დალაგებული მასალების(სიტყვები, რომლებიც ჩაითვლება ბარბარიზმებად, სწორია /არასწორიას ტაბულა, სასაჩუქრე ბუკლეტები, დედაენის ძეგლის, ანბანის კოშკის და სხვა სურათების და სხვა საჭირო მასალის) გაფორმება Paint,Vord, Power point პროგრამებში და დაბეჭდვა. სლაიდ შოუს და სასტენდო მასალის გამზადება, მინი ვიქტორინისათვის კითხვარის გამზადება ამობეჭდვა
აქტივობა 4. 1 დღე
პრეზენტაციის რეპეტიცია, მოსაწვევების დარიგება ან აფიშის გამოკვრა, კუთხის მოწყობა, ნამუშევრების გამოფენა, ინტერიერის მომზადება
აქტივობა 5. 1 დღე
პრეზენტაცია, ვიქტორინა, სასაჩუქრე ბუკლეტების დარიგება
ე.ს.გ. კავშირი: კვლევა- ძიების უნარის განვითარება,საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ისტ გამოყნების უნარის განვითარება,
კავშირი -ინგლისურთან, ისტ.-თან.
პროექტის ხელ-ლი: მარინე ბუზალაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: marine.buzaladze@gmail.om